ოქრუაშვილი: ჩამომიყვანეს რა, თვითმფრინავი გამომიგზავნეს, ბილეთი მიყიდეს თუ წითელი ხალიჩა დამიგეს?!

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ამ ხელისუფლებას მისთვის არანაირი შეღავათი არ გაუწევია და არც ქვეყანაში დაბრუნებაში მიხმარებია, ეს ყველაფერი თავად მოახერხა, საკუთარი რისკით.

“რომ ამბობენ ჩემზე ქონება დავუბრუნეთ, საშუალება მივეცით, რომ იცხოვროს ქვეყანაში, და დავაბრუნეთო… დამაბრუნეს რა?! თვითმფრინავი გამომიგზავნეს, ბილეთი ამიღეს თუ წითელი ხალიჩა დამახვედრეს?! მერე მესამე, ქონება დამიბრუნეს?! რა ქონება დამიბრუნეს, სასამართლოთი დავიბრუნე 2013 წელს ერთი ქონება, მეორე ქონება ოთხი წელი მახვეწნინეს და ათმაგ ფასად მომყიდეს აუქციონზე.

ჩამოვედი ჩემით, ჩემი რისკით და სანამ სასამართლო თავისუფალი იყო წნეხისგან, დავიბრუნე ყველაფერი” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა 360 გრადუსში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...