ოქრუაშვილი: გგონიათ, 2016-ში ხამსამ მესროლა? ღარიბაშვილმა 15 წუთში დაფქვა კალაძე იყოო

გგონიათ, 2016-ში ვიღაც ხამსამ მესროლა? ღარიბაშვილმა 15 წუთში დაფქვა, მე არ ვიყავი კალაძე იყოო- ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “რექაციაში” განაცხადა.

“2016 წელს, როდესაც მომთხოვეს ამ დოკუმენტის მიხედვით უარი მეთქვა პრეტენზიებზე, თქვენ გგონიათ ვიღაც ხამსამ მესროლა? [ირაკლი] ღარიბაშვილს შევუთვალე, შენ იდექი ამის უკან მეთქი და 15 წუთში დაფქვა მე არ ვიყავი კახა კალაძე იყოო. ამ დოკუმენტის მიცემაზე რომ უარი ვუთხარი, ამის მერე მესროლეს.

მათ მშვენივრად იცოდნენ რომ ეს (დეოკუმენტი) არის ნამდვილი. გგონიათ, ეს დოკუემნტი რვა თვე სამხარაულში რომ დევს ექსპერტიზაზე, ივანიშვილს გარკვეული არ აქვს ნამდვილია თუ არა?” — განაცხადა ოქრუაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...