ოქროს უნიტაზი, რომელიც ბლენჰეიმის სასახლიდან მოიპარეს, 6 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული

ოქროს უნიტაზი „ამერიკა“, რომელიც ბლენჰეიმის სასახლიდან მოიპარეს, 6 მილიონ აშშ დოლარად შეაფასეს. ამის შესახებ სასახლეს მთავარი მმართველი იუწყება.

მისი თქმით, აქამდე სასახლეში მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა, ვინაიდან სასახლეში უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებია დაყენებული.

ოქროს უნიტაზი სასახლეში ჰერცოგ მალბოროს არისტოკრატიული ოჯახის მიერ დამონტაჟდა, გამოფენის ფარგლებში, რომელიც 12 სექტემბერს გაიხსნა. ხელოვნების ნიმუშების სერიას, რომლებიც იტალიელმა მხატვარმა მაურიციო კატელანომ შექმნა, „ამერიკა“ ჰქვია.

ოქროს უნიტაზის მოპარვაში ეჭვმიტანილია 66 წლის მამაკაცი, რომელიც ამ ეტაპზე დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი მარტო არ მოქმედებდა და იყო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად