ოქროს მედლის მფლობელ ნუგზარ წურწუმიას, ხობში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ყაზახეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელ ნუგზარ წურწუმიას, მშობლიურ ქალაქ ხობში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის განცხადებით, მისი მიზანია გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი და ყველა გამარჯვებას ძმას უძღვნის.

მსოფლიო ჩემპიონს, გამარჯვება სამეგრელო ზემო- სვანეთის მხარის ვიცე-გუბერნატორმა დავით ფარცვანიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს და მას ხობის მერიამ საჩუქრად 3 ათასი ლარი გადასცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად