ოქროს მედლებისთვის მებრძოლ 4 ქართველ მოჭიდავეს დღეს კიდევ ორი შეემატა

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გრძელდება ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გრძელდება

ახლახანს დასრულდა 60-67-72-82-97 კგ წონითი კატეგორიების ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა შორის ნახევარგინალური შეხვედრები

ნახევარფინალში მოჭიდავე სამი ქართველი მოჭიდავიდან ფინალში ორი გავიდა – რამაზ ზოიძე და გიორგი მელია. ხვალ ისინი ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ. ირაკლი ძიმისტარიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს აგრეთვე ფინალში ალენ მირზოიანის გასვლის გამო რეპეშაჟში გადასული გიორგი კურტანიძე, ხოლო რაც შეეხება აივენგო რიკაძეს, თურქმა ჰასან ბასრი ილდიმირმა ვერ შეძლო ნახევარფინალური შეხვედრის მოგება და რიკაძეს მედლისკენ გზა გადაეკეტა

72 კგ, რამაზ ზოიძე – ხუან სებასტიან ააკი (ნორვეგია), აშკარა უპირატესობით – 12:4

97 კგ, გიორგი მელია – არიფ ნიფტულაევი (აზერბაიჯანი) 7:4

60 კგ, ირაკლი ძიმისტარიშვილი – ქერემ ქემალი (თურქეთი), აშკარა უპირატესობით – 0:8

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...