ოქრიაშვილმა და მკოიანმა შალვა თადუმაძის უზენაესის მოსამართლედ არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.

შალვა თადუმაძის წინააღმდეგ ხმა ეკა ბესელიამ მისცა. სხდომას ესრებოდა 92 დეპუტატი; არ ესწრებოდა 56 დეპუტატი, მონაწილეობა არ მიიღო საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელ მკოიანმა და კახაბერ ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, შალვა თადუმაძე 2018 წლის 16 ივლისიდან იკავებდა საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად