ოქრიაშვილი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას პოლიტიკური იდიოტების რიცხვი გაიზრდება

“ასე რომ, ცირკებს უფრო მეტს ვნახავთ მომავალში”,-ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ხედავთ, დღეს რაც მოხდა. აშკარაა, რომ პოლიტიკური იდიოტების პროცენტი ძალიან მაღალია საქართველოს პარლამენტში და იმის შემდეგ, როცა გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, პოლიტიკური იდიოტების რიცხვი გაიზრდება. ასე რომ, ცირკებს უფრო მეტს ვნახავთ მომავალში. მთავრობა უნდა გადადგეს და რიგგარეშე არჩევნები უნდა გამოვაცხადოთ. 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და დასკვნები შემდეგ უნდა გამოვიტანოთ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...