ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გუნდს მოუწოდა, მხარი დაუჭირეთ კანონპროექტს, ნუ დაშლით გუნდს

დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღეს დილით “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოფისში, პარტიის თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ოქრიაშვილის თქმით, ივანიშვილს სამი ძირითადი მესიჯი ჰქონდა და მან გუნდს ერთიანობისკენ მოუწოდა.

“1. დაუჭირეთ კანონპროექტს მხარი.

2. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

3. ნუ დაშლით გუდს”,-განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად