ოქრიაშვილი: ივანიშვილის მხრიდან დიმიტრი ხუნდაძეზე ზეწოლა იყო, აგრეთვე მუქარა გარიცხვაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახაბერ ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, მუქარა განხორციელდა.

“ჩემი პოზიცია უცვლელია. მე ხელიც არ მოვაწერე ამ დოკუმენტს, როდესაც ინიცირება მოხდა, მაგრამ ძალიან ბევრ დეპუტატები არიან რომლებიც არ უჭერენ მხარს. დღეს უმრავლესობის შეხვედრაზე იყო მცდელობა ზეწოლის ამ დეპუტატებზე პარტიის თავმჯომარის ხმრიდან. მაგალითად დიტო ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, იმ მუქარით რომ გარიცხავდნენ კიდევაც. დიტო ხუნდაძემ განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება, სხვა დეპუტატები რას იზამენ არ ვიცი”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად