ოქრიაშვილი: ინიციატივასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი პირადად ჩემს მიერ არის გაღებული

წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა დღევანდელი პერფორმანსის შემდეგ პასუხი გასცა მედიის შეკითხვას, რა სახსრებით ფინანსდება “სტუმართმოყვარე კამპანია” დმანისში.
ამის შესახებ კახა ოქრიაშილი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნება -რეგიონების განვითარებისთვის” გვერდზე წერს:

„კეთილი იყოს ოპოზიციისა და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში“ – ამ შინაარსის ბანერებით ვხვდებით ე.წ. მხილების კამპანიის მონაწილეებს სტუმართმოყვარე დმანისში მსურს, გამოვეხმაურო მედიის წარმომადგენელთა კითხვას იმის თაობაზე, თუ რა სახსრებით დაფინანს და საპასუხო „სტუმართმოყვარე კამპანია“ ჩვენს მუნიციპალიტეტში – დახვედრის ფორმაცა და ბანერების შინაარსიც გახლავთ ჩემი ინიციატივა, შესაბამისად, ამ ინიციატივასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი პირადად ჩემს მიერ არის გაღებული.

შეგახსენებთ: დღეს, ალეკო ელისაშვილს, რომელსაც დმანისში აქცია აქვს დაგეგმილი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ბანერები დაახვედრა.

დმანისში ჩასულ ელისაშვილს და მის თანამოაზრეებს დიდი ბანერი დახვდათ წარწერით „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში.“

ბაზარში კი, სადაც ალეკო ელისაშვილს მაჟორიტარული სისტემის ნაკლოვანებებზე უნდა ესაუბრა, სახელობითი პლაკატები დახვდა წარწერით „welcome. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო“.

კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატს კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქცია აქვს დაგეგმილი.

ცნობისათვის: დიმიტრი ხუნდაძე და კიდევ 9 მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში მაინც დაარეგისტრირებენ. მაჟორიტარები მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას უკვე იწყებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად