ოქრიაშვილი: ჩემსა და ბუკიას შორის შეხლა-შემოხლა არ იყო, მაღალ ტონალობაში ვსაუბრობდით

ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც გიგა ბუკიასთან ფიზიკური დაპირისპირება უარყო.

ოქრიაშვილის თქმით, დეპუტატ გიგა ბუკიას მხოლოდ სიტყვიერად დაუპირისპირდა, ფიზიკურ დაპირისპირებას კი ადგილი არ ჰქონია. დაპირსპირების მიზეზი კი პროპორციული სისტემა იყო.

„რა თქმა უნდა ფიზიკური დაპირისპირებ არ ყოფილა. ბატონი გიგა ბუკია და მე სხვადასხვა აზრზე ვართ. ჩვენს შორის იყო დისკუსია, რაც რაღაც მომენტში მაღალ ტონალობაში გადავიდა ეს იყო და ეს. დამთავრდა! არანაირი შეხლა-შემოხლა არ იყო. დისკუსია იყო კონკრეტულ საკითხზე მაღალ ტონალობაში. საუბარი ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულ სისტემას“,-ამბობს ოქრიაშვილი.

ცნობისთვის, უმრავლსობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, პარლამენტში , დეპუტატების ოთახში უმრავლესობის კონსულტაციების დროს დაპირისპირება მოხდა. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი დეპუტატებს -კახა ოქრიაშვილსა და გიგა ბუკიას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი, ხუნდაძემ შემდეგი პასუხი გასცა: “ დაპირისპირება იყო, მაგრამ არა ფიზიკური”.

ამასთან, პარლამენტმა 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრა მეორედ გადადო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად