ოყურეშის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

აღნიშნულ საავტომობილო გზაზე დაიგება ბეტონის საფარი და მოეწყობა ბეტონის კიუვეტები. გათვალისწინებულია გაბიონების და დამჭერი კედლის სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულ 5 კმ-იან გზაზე, გზის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.
სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად