ოპრა უინფრისთვის მიცემულ ინტერვიუში მეგან მარკლის ტყუილები გამოააშკარავეს

ოპრა უინფრითან სკანდალური ინტერვიუს დროს მეგან მარკლის ტყუილები გამოაშკარავდა. ამის შესახებ პრინცესა დიანა ენდრიუ მორტონის ბიოგრაფმა განაცხადა, იუწყება Daily Mail.

მისივე თქმით, მარკლის განცხადებები იმის შესახებ, რომ მას სასახლიდან არ უშვებდნენ და დიდ ბრიტანეთში ყოფნისას პასპორტი და მართვის მოწმობა წაართვეს, არ შეესაბამება სინამდვილეს. პრინცესა დიანას ბიოგრაფმა თქვა, რომ მარკლი სამეფო ოჯახში ყოფნის დროს ნორმალურ ცხოვრებას ეწეოდა და მეგობრებთან ერთად არაერთხელ ნახეს რესტორნებში. მორტონმა დაამატა, რომ მისმა ნაცნობებმა პირადად ნახეს, თუ როგორ გამოდიოდა ის კენსინგტონის სასახლის მახლობლად მდებარე სუპერმარკეტიდან.

მანამდე, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ წიგნების ავტორმა-კოლინ კემპბელმა თქვა, რომ პრინცესა ანა იყო სამეფო ოჯახის წევრი, რომელსაც სადავო ინტერვიუში პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ადანაშაულებდნენ რასიზმში. სამეფო ბიოგრაფის ვარაუდით, წყვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის ქალიშვილის პრინცესა ანას სიტყვები არასწორად განმარტა. კემპბელმა ხაზი გაუსვა, რომ პრინცესა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ჰარის ქორწინებას მეგან მარკლთან, რადგან იგი თვლიდა, რომ პრინცის რჩეული პატივს არ სცემს ბრიტანულ ტრადიციებს და მისი წარმოშობისა და ხასიათის გამო, ვერ შეძლებს სამეფო ოჯახის უფროსი წევრის მოვალეობის შესრულებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...