ოპოზოცია 25 ნოემბერს პარლამენტის განმეორებით პიკეტირებას გეგმავს

რუსთაველის გაზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდეებიც იმყოფებიან.
“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ ადგილზე შეკრებილ პროტესტანტებს, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გააცნო.

“გუშინ, კიდე ერთხელ, სამარცხვინო, ძალადობრივი უკანონო აქტი ჩაიდინა. მან, გაბრაზებულ ქართველ ხალხს, მშვიდობიან პროტესტანტებს, რომელებიც სისხლით მოპოვებული პირობის აღსრულებას ითხოვდნენ, ძალა დაუპირისპირა, დარბევა დაუპირისპირა, მაგრამ,  შედეგს ვერ მიაღწია. ის, ყოველი ასეთი ქმედების დროს, აუცილებლად დამარცხდება, აუცილებლად მიიღებს უკუპასუხს და ეს იქნება ძალიან მძიმე, ეს  მისთვის განაჩენი იქნება .

პატივი მაქვს, ოპოზიციური ფორმატის სახელით გამოვაცხადო შეთანხმებული მოქმედების გეგმა. გუშინდელ დღეზე ის მიიღებს უმწვავეს აქციებს. ორშაბათს ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართება ფართომასშტაბინი მსვლელობა და მოხდება პარლამენტის პიკეტირება.

ჩვენი ქმედებები იქნება პრინციპული, შეუვალი, კონსტიტუციური, კანონიერი. მათგან განსხვავებით, ჩვენ ვაიძულებთ რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი, სამართლიანი, პროპორციული არჩევნებით დამთავრდეს.ამ ქვეყანში ოლიგარქია უნდა დამთავრდეს”, – განახადა გიორგი გუგავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად