A1 ბანერი

ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას 3 მოთხოვნას უყენებენ

ლეიბორისრული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიები საკონსულტაციო საბჭოს ქმნის. პარტიებმა განცხადებაც გაავრცელეს და რამდენიმე  მოთხოვნა.

„დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმსჯელეს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. პარტიების შეფასებით, არჩევნები გაიმართა საარჩევნო კოდექსის სხვა კანონებისა და ნორმების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მასობრივი და უხეში დარღვევის პირობებში. სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენება, ამომჩრევლის მასობრივი მოსყიდვა, მასზე შანტაჟი და უხეში ზეწოლა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და გაყალბება. ზემოაღნიშნული მასობრივი დარღვევები, ჩვენი შეფასებით, იძლევა საფუძველს განვაცხადოთ, რომ ამ დარღვევებმა პირდაპირი და თვისობრივი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.

ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საჭიროა: პირველი – საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება, მეორე – საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა, ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია”, “ახალი მემარჯვენეების”, “დემოკრატიული მოძრაობის”, „ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „თავისუფალი დემოკრატებისა” და „შენების მოძრაობის” წევრებს.

“თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე შალვა შავგულიძე ამბობს, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით კონსულტაციებში მონაწილეობისთვის მზად არიან, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს კი მხარს არ უჭერენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...