ოპოზიციური პარტიები დღეს ნიკა მელიას მხარდამჭერ საპროტესტო აქციას გამართავენ

ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერ საპროტესტო აქციას 15:00 საათზე გამართავენ.

მანამდე, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.

15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც.

ამის შემდეგ, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან, თუმცა როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით დაწესებული რეგულაციების, მათ შორის ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რეგიონებიდან მხარდამჭერთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი ჩამოვა და არ მოხდება მათი სრული მობილიზაცია.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელია სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, პარტიის ოფისში დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...