ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჰონგ-კონგის ხელმძღვანელის ყოველწლიური მიმართვა ჩაშალეს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჰონგ კონგის ადმინისტრაციის უფროსს კერი ლამს პარლამენტში ყოველწლიურ მიმართვაში ხელი შეუშალეს. South China Morning Post-ის ცნობით, მან სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა და დარბაზი დატოვა, შემდეგ კი მიმართვა ვიოდეოკამეაზე ჩაწერა, რომელიც ტელევიზიით აჩვენეს.

შეხვედრის დაწყებამდე, პარლამენტის შენობის წინ მომიტინგეები იყვნენ შეკრებილი.

ამასთან, როდესაც კერი ლამმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო, რამდენიმე დეპუტატმა  “ხუთი მოთხოვნის” შესახებ სლოგანი გააჟღერა და ყვირილი დაიწყო.

მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეებს ხელში სხვადასხვა მოთხოვნებით პლაკატები ეჭირათ. როდესაც კერი ლამმა დარბაზი დატოვა, რამდენიმე ადამიანი უკან დაედევნა.

აღნიშნულის შემდეგ, კერი ლამის სიტყვით გამოსვლა სატელევიზიო არხებმა აჩვენეს. South China Morning Post-ის ცნობით, მისი სიტყვით გამოსვლა წინასწარ  ჩაწერეს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საპროტესტო აქციების შეწყვეტა მოითხოვა. ის ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პრობლემას შეეხო, რაც მისი შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად