ოპოზიციონერი დეპუტატები ვახტანგ გომელაურს პარლამენტის ტრიბუნასთან გამოსვლის უფლებას არ აძლევენ

საპარლამენტო ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს პარლამენტის ტრიბუნასთან გამოსვლა შეაწყვეტინა.

საკანონმდებლო ორგანოში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო, დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაიბარეს.

რიგგარეშე სხდომის დაწყებას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ დასწრებია. თუმა, როგორც კი ვახტანგ გომელაური მივიდა პარლამენტის ტრიბუნასთან, შემოვიდნენ და გამოსვლის უფლებას არ აძლევენ. დეპუტატებმა სასესიო დარბაზში “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები
იტვირთება...