ოპოზიციის სტატუსის მქონე უფრაქციო დეპუტატებისთვის რეგლამენტში ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებულია

პარლამენტმა 78 ხმით, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომელიც უფრაქციო დეპუტატებისთვის მიიღეს.

პროექტის თანახმად. უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის სტატუსის მქონე უფრაქციო დეპუტატების მიერ ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენა, ასევე საპარლამენტო დებატებში, ინტერპელაციაში, პირველ და მეორე მოსმენაში მათი 15-წუთიანი გამოსვლებით მონაწილეობა.

ცვლილებები რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში აისახა და ახალი ნორმები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად