ოპოზიციის მოთხოვნა “ოცნებას” – პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერის გარეშე

ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების”ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით 20 ოპოზიციური პარტია დიალოგზე მზადყოფნას აცხადებს, თუმცა 3 პირობას აყენებს.

“ჩვენ 20 პოლიტიკურ ორგანიზაციას, კარგა ხანია წარდგენილი გვაქვს საქართველოს პარლამენტში გაცილებით უფრო მეტი ხელმოწერა, 300 ათასამდე ხელმოწერა ჩვენი მოქალაქეებისა საკონსტიტუციო ცვლილებებთან  დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს პროპორციული არჩევნების ჩატარებას 3 %-იანი ბარიერით და უახლოეს დღეში აღნიშნული საკითხი პასუხგაცემული უნდა იყოს პარლამენტის მხრიდან. ამიტომ ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ვაცხადებთ რომ პირველ რიგში დარეგისტრირდეს საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ასევე “ქართული ოცნების” მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში. მეორე, სასწრაფოდ შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საერთო სახალხო განხილვისათვის კომისია. ან ფორმატი რომელიც იქნება იდიალური საშუალება იმ დიალოგის საწარმოებლად, რაც განაცხადა “ქართულმა ოცნებამ” და სადაც მოხდება ჩვენი, შეიძლება მცირედი მაგრამ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და მესამე, შევეცადოთ, რომ აღნიშნული კომისია იყოს მაქსიმალურად წარმომადგენლობითი,“-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, ხვალ “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო ინიციატივა – ,,პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია გაიმართება.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მე-10 დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნაა: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად