ოპოზიციამ ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა და ათეულზე მუშაობენ – ვინ არის “გაშავებული 5”

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ დღევანდელ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.

შეხვედრა პირველ ეტაპზე 5 პირის დასახელებით დასრულდა, მათ შორის მოხვდნენ: მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელიც.

კომისიის წევრებმა ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

ოპოზიციაში ამბობენ, რომ შეეცდებიან, გამოავლინონ ყველა უკანონო ბრძანების შემსრულებელი პირები.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად