ოფშორული სკანდალის გამო ისლანდიის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ისლანდიის პრემიერმინისტრმა სიგმუნდურ გუნლაუგსონმა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა, – აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

ისლანდიის პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება პრემიერის პარტიის ლიდერმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული დოკუმენტაცია მოწმობს, რომ ისლანდიის პრემიერს, ისლანდიურ ბანკებში არადეკლარირებული ინტერესები გააჩნდა და ფინანსური კრიზისის დროს, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხები გამოიყო. მასალების თანახმად, სიგმუნდურ გუნლაუგსონმა 2007 წელს ოფშორული კომპანია შეიძინა, რომლის აქციების 50% მოგვიანებით თავის მეუღლეს 1 აშშ დოლარად მიჰყიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...