ოფიციალურად: ნიკოლოზ ქუთათელაძემ „პსჟ“-სთან პროფესიონალური ხელშეკრულება გააფორმა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ 16-წლამდელთა გუნდის ქართველი თავდამსხმელი და კაპიტანი, ნიკოლოზ ქუთათელაძე, ამიერიდან პარიზულ კლუბს პროფესიონალური ხელშეკრულებით დაუკავშირდება.

დოკუმენტს მხარეებმა ხელი რამდენიმე წუთის წინ მოაწერეს.

ვინაიდან, ნიკოლოზ ქუთათელაძე ჯერ სრულწლოვანი არ არის და თანაც, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეა, ფრანგულმა კლუბმა სპეციალური ნებართვა მიიღო ფეხბურთელთან ხელშეკრულების გასაფორმებლად ფიფასა და საფრანგეთის საფეხბურთო ლიგისგან.

მომავალი სეზონიდან, ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი, „პსჟ“-ს 17-წლამდელთა გუნდის ღირსებას დაიცავს.

ინფორმაციისთვის, ნიკოლოზ ქუთათელაძემ, 16-წლამდელთა შემადგენლობაში, ყველა ტურნირზე ერთად, ამ სეზონში 20 გოლი მიითვალა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...