ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმატებული გასტროლი ყაზახეთში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ოპერისა და ბალეტის თეატრის ყაზახეთში წარმატებულ გასტროლთან დაკავშირებით  პრესკონფერენცია გაიმართა.

29 მაისს ყაზახეთის რესპუბლიკაში ასტანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გამართული ერთობლივი გალა-კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

გალა-კონცერტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საპატიოდირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი ხელმძღვანელობდა. პროგრამაში იყო ქართველი და ევროპელი კლასიკოსი კომპოზიტორების (ზ.ფალიაშვილი, ო.თაქთაქიშვილი, ჯ.პუჩინი, ჟ.ბიზე, ჟ. ვერდი) ნაწარმოებები. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასმა იური პოსოხოვის ერთმოქმედებიანი ბალეტი „საგალობელი“ შეასრულა.

კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული საოპერო და საბალეტო ხელოვნების წამყვანი სოლისტები, ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და „ასტანა ოპერას“ ორკესტრი.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვუილი, ბალეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ერისთავი, ოპერის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან მაცაბერიძე და ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი ალექსანდრე მოწონელიძე დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...