ოპერის მომღერალი ჯესი ნორმანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეერთებულ შტატებში ოპერის მომღერალი ჯესი ნორმანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა New-York Times-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჯესი ნორმანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერალს ზურგის დაზიანების შემდეგ გართულებები ჰქონდა. ის ნიუ იორკის საავადმყოფოში მკურნალობდა.

მისი დებიუტი 1969 წელს ბერლინში შედგა, როდესაც ჯესი ნორმანმა გერმანელი კომპოზიტორის რიჩარდ ვაგნერის ოპერა Tannhäuser-ი შეასრულა. ის ასევე გამოდოიოდა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ოპერაში, მილანის “ლა სკალასა” და ლონდონის “კოვენტ გარდენში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად