ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალზე MANAKI BROTHERS 4 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალზე MANAKI BROTHERS 4 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

14 – 21 სექტემბერს მაკედონიის ქალაქი ბიტოლა უმასპინძლებს ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალს MANAKI BROTHERS. ფესტივალზე, რომლის ფოკუს ქვეყანა წელს საქართველოა, შემდეგი 4 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი: ,,რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”; თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლები”; მარიამ ხაჭვანის “დედე”; ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”;

MANAKI BROTHERS კინოოპერატორთა ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალია, რომელიც მაკედონიის კინოპროფესიონალთა ასოციაციის ინიციატივით 1979 წელს დაარსდა. იგი ცნობილი ოპერატორი ძმების – იანაკი და მილტონ მანაკების სახელს ატარებს.

ფესტივალის ჯილდო “კამერა 300” არაერთი წარმატებული კინემატოგრაფისტისთვის გადაუციათ. მათ შორის არიან მსახიობები: დერილ ჰანა, კატრინ დენევი, იზაბელ იუპერი და ჟულიეტ ბინოში. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს “კამერა 300”-ის მფლობელი ქართველი ოპერატორი მინდია ესაძე გახდა მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “დინოლა”.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად