OPEC-მა რუსეთში 2018-2019 წლებში ნავთობის მოპოვების პროგნოზი გაზარდა

OPEC-მა რუსეთში 2018-2019 წლებში ნავთობის მოპოვების პროგნოზი გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

რუსეთში ნავთობის მოპოვების საშუალო მაჩვენებელმა მიმდინარე წელს შესაძლოა დღეში 11.33 მილიონი ბარელი შეადგინოს, ასე მიიჩნევენ OPEC-ში. აქამდე ორგანიზაციამ ნავთობის მოპოვების პროგნოზი დღეში 11,24 მილიონ ბარელამდე გაზარდა, რაც ქვეყნის მიერ ოქტომბრის თვეში მიღწეული რეკორდული მაჩვენებელია, როდესაც ნავთობის მოპოვების საშუალო მაჩვენებელმა 11,6 მილიონი ბარელი შეადგინა.

ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 2019 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება დღეში 0,11 მილიონი ბარელით, 11,44 მილიონ ბარელამდე გაიზრდება.

აღნიშნულ მაჩვენებელს ორგანიზაციაში იმით ხსნიან, რომ OPEC-ის წევრი ქვეყნები და სახელმწიფოები, რომლებიც არ შედიან კარტელში, მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ისინი ნავთობის დღიურ მოპოვებას 230 ათასი ბარელით შეამცირებენ.

შეთანხმებას მათ 7 დეკემბერს მიაღწიეს. შედეგად, OPEC+ ის მიერ ნავთობის მოპოვება დღიურად 1,2 მილიონი ბარელით შემცირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად