OPEC+ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ

OPEC+ის წევრი ქვეყნები, პარასკევს გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, რომ 1 მაისიდან, ივნისის ბოლომდე, ნავთობის მოპოვებას დღიურად 10 მილიონი ბარელით შეამცირებენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 1 ივლისიდან, შემცირება დღეში 8 მილიონი ბარელი იქნება, ხოლო 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილამდე კი – დღეში 6 მილიონი ბარელი.

როგორც Wall Street Journal-ი წერს, აღნიშნული პირობები შეთანხმების ყველა წევრს აწყობდა, გარდა მექსიკსა. ამის გამო, მასთან მოლაპარაკებები გაიწელა. მექსიკას არ მოსწონდა ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მას ნავთობის მოპოვება დღეში 400 000 ბარელით უნდა შეემცირებინა. ბოლოს, მექსიკის წარმომადგენელმა უარი თქვა აღნიშნული შეთანხმების დამტკიცებაზე და დატოვა ვიდეო კონფერენცია.

OPEC+ში იმედს გამოთქვამენ, რომ სამომავლო შეთანხმებას შეუერთდება აშშ და კანადაც, რომელთა შემცირებას მაისი-ივნისში, დღეში 15 მილიონ ბარელს შეადგენს. აგრეთვე გაურკვეველია ბრაზილიისა და ნორვეგიის პოზიციები, რომელთა წარმომადგენლებსაც აგრეთვე გადაეგზავნათ ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესახებ ინფორმაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად