ონის რაიონში დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

ონის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაო დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს. გუშინ საღამოს დამატებით 5 სოფლის ენერგომომარაგების აღდგენა მოხერხდა.

სტიქიის გამო მოწყვეტილ ზონაში, ჭიორას, გლოლასა და ღების მიმართულებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია. თუმცა, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მობილური ბრიგადების ადგილზე გადაყვანა მოხდა ვერტმფრენით. დაზიანების ადგილებში გადატანილია საჭირო მასალებიც. კომპანიის ტექნიკური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, რათა მოახდინოს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად