ომსკის მახლობლად იმ სავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი დაიკარგა, სადაც მოწამლული ნავალნი იწვა

რუსული მედიით ვრცელდება ინფორმაცია იმ საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმის დაკარგვის შესახებ, სადაც ალექსეი ნავალნი იწვა

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 7 მაისს, ომსკის ოლქის ბოლშეუკოვსკის რაიონის სოფელ პოსპელოვოში მდებარე სამონადირეო ბაზიდან ტყის მასივის მიმართულებით კვადროციკლით წავიდა 49 წლის მამაკაცი. მასთან კავშირი მალე გაწყდა და მისი ძებნა ნაცნობებმა დაიწყეს.

საღამოს, ღამით და დილით უშედეგო ძებნის შემდეგ მათ პოლიციას აცნობებს მამაკაცის დაკარგვის შესახებ. ძებნაში პოლიციასთან ერთად მოხალისები და სამხედროები ჩაერთვნენ, თიუმცა მათ ტყეში, ჭაობთან ახლოს, მხოლოდ ის კვადროციკლი იპოვეს, რომლითაც ტყეში მამაკაცი შევიდა.

პოლიცია თავდაპირველად არ ამხელდა დაკარგული პირის ვინაობას და მხოლოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში დაადასტურეს, რომ ალექსანდრ მურახოვსკია დაკარგული.

ალექსანდრ მურახოვსკი 2020 წლის აგვისტოში იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო, სადაც მოწამლული ნავალნი მიიყვანეს. 2020 წლისნოემბრიდან ალექსანდრ მურახოვსკი ომსკის ოლქის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იყო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...