“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს დეპუტატის მანდატი შეუჩერდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში აღნიშნულ საკითხე გადაწყვეტილება დღეს მიიღეს. “პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით წარმოდგენლი დეპუტატის მანდატის შეჩერებას მხარი უმრავლესობიდან 10-მა დეპუტაა დაუჭირა.

პროცედურებში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიუღია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატის მანდატის შეჩერების შესახებ თავად განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. ზაზა ოქუაშვილის ადგილს საკანაონმდებლო ორგანოში პროცედურების მიხედვით მომდევნო ორი კვირის განმავლობაში “პატრიოტთა ალიანსის” სიის მეორე ნომერი მერაბ ბლადაძე დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...