“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი წლის ინვესტორად აღიარეს

საერთაშორისო კვლევების ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ორგანიზებულ მე-17-ე ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი წლის საუკეთესო ინვესტორად აღიარეს. ბიზნესმენმა ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში მიიღო: უმსხვილესი ინვესტორი, ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები.

ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ სამომავლოდ გეგმავს ახალი ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა სფეროში: აპრილში თბილისში ნაწილობრივად  გაიხსნება  ახალი სავაჭრო უბანი ანუ ახალი „სავაჭრო ქუჩა“. გაიხსნება ახალი სავაჭრო ცენტრი ბათუმში, სადაც პრესტიჟული საავტომობილო ბრენდების შოურუმები მოეწყობა. შოურუმების გახსნა უკვე 2017 წლის დასაწყისში იგეგმება. 

 

ინვესტიციები გაგრძელდება ახალი სერვის ცენტრების მოწყობის მიმართულებით. ბიზნესმენს მიაჩნია, რომ მომავალ წელს მისთვის საინტერესო გამოწვევა იქნება სასტუმროებისა და საცხოვრებელი ბინების მშენებლობის წამოწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად