ომბუდსმენმა ევროსტრუქტურებს ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარება გააცნო

სახალხო დამცველმა ბრიუსელში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე პირებთან  გამართულ მრგვალ მაგიდაში; ასევე შეხვედრები გამართა ევროკომისიის საქართველო–ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე გუნარ ვიგანდთან და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილესთან იაპ ვინენთან. 

შეხვედრებზე უჩა ნანუაშვილმა ევროსტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში 2014 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ. მართლმსაჯულების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე. მისი განცხადებით, მიუხედავად სასჯელაღსრულების სისტემაში გარკვეული მიმართულებებით მდგომარეობის გაუმჯობესებისა, კვლავ პრობლემად რჩება არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება. ამ კუთხით სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრისას ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში რეალური ფუნქციებით აღჭურვილი შრომის ინსპექციის დაჩქარებულ ტემპებში ჩამოყალიბების აუცილებლობას .ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სახალხო დამცველის საქმიანობა კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად