ომბუდსმენის აპარატი: ნინო ლომჯარიას “ობშიაკის” თემაზე პროკურატურისთვის არ მიუმართავს

დღეს, 17:51 საათიდან ამ დრომდე ელოდებოდა “აიპრესი” ომბუდსმენის აპარატიდან პასუხს კითხვაზე, რატომ არ მიმართა ომბუდსმენის აპარატმა პროკურატურას “ობშიაკების” და “მაყურებლების” თემასთან დაკავშირებით.

“აიპრესს” სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თანამშრომლებს არ ეცალათ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და მოგვიწოდეს რომ დღეს საღამოს გვეყურებინა ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემისთვის, სადაც ნინო ლომჯარია იქნებოდა მიწვეული ან “ფორმულა”-სთვის სადაც ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე გააკეთებდა კომენტარებს.

“აიპრესისთვის” ერთი უმარტივესი კითხვის გასაცემად კი ხვალ გამოძებნიდნენ დროს. ომბუდსმენის პრესსამსახურის სამმართველოს მედიასთან ურთიერთობის ფორმების შესახებ “აიპრესი” მოგვიანებით მოგაწვდით აუდიო ჩანაწერებს, მანამდე კი გეტყვით რომ მესამე ზარის შემდეგ მივიღეთ ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი, რომ ომბუდსმენის აპარატს “ობშიაკის” და “მაყურებლების” თემაზე პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად