ომბუდსმენის ანგარიში: ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლას 2 საპირფარეშო აქვს – 1 ავარიული, მეორე ამორტიზებული

სახალხო დამცველის ანგარშში, სადაც საუბარი სკოლებში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ეხება, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის პირველი საჯარო სკოლაც მოხვდა სკოლას, სადაც 345 მოსწავლე სწავლობს, ეზოში ორი საპირფარეშო აქვს, რომელთაგან ერთი ავარიულია და მეორე ამორტიზებული.

ავარიული საპირფარეშოს საძირკველი დაწეულია, კედელზე კი გაკეთებულია გამაფრთხილებელი წარწერა ,,შესვლა სახიფათოა!” ,, გამოსავალი არ გვქონდა, ისევ ძველ ტუალეტს ვიყენებთ, ამდენი წლებია ვითხოვთ მის მოწესრიგებას და არ დაადგა საშველი. ხომ წარმოგიდგენიათ შექმნილი ვითარება როგორ გვაწუხებს, მოსწავლეებიც და პედაგოგებიც ერთი ტუალეტით ვსარგებლობთ” ამბობს პედაგოგი ლალი შათირიშვილი.

მოსწავლეებს ხელის დაბანის შესაძლებლობა საპირფარეშოდან მხოლოდ 40 მეტრის მოშორებით წყაროზე აქვთ.

“ყველა საქმის კურსშია, რამდენჯერმე იყვნენ კიდეც სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილზე ნახეს სიტუაცია, დაგვპირდნენ, რომ მოაწესრიგებდნენ, თუმცა ამ დრომე მდგომარეობა უცვლელია. გაკეთდა ხარჯთაღრიცხვა. სკოლის სამივე სართულზე, ეზოში და დაწყებითი კლასების კორპუსში საპირფარეშოების მოწყობას 94 ათასი ლარი სჭირდება. ახმეტის მერიასაც მივმართეთ თხოვნით და იმედი გვაქვს წელს მაინც გადაიჭრება პრობლემა” – განაცხადა მატნის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნელი ტერტერაშვილმა.

საკითხს გამოეხმაურნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.

“სამი დღის წინ გამოიცა მთავრობის განკარგულება თანხის გამოყოფის შესახებ და ახლა აისახა ბიუჯეტში, რომ მიმდინარე წელს სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 590 ათასი ლარი გამოგვეყო. ეს მიზერული თანხაა, რადგან მუნიციპალიტეტში 19 საჯარო სკოლა საჭიროებს დახმარებას და ჩვენ მხოლოდ მატნის ერთ სკოლის საპირფარეშოს მოწესრიგებაზე 94 000 ლარს ვერ დავხარჯავთ. ალბათ წელს მხოლოდ ეზოს საპირფარეშოს მოვაწესრიგებთ” – განაცხადა ახმეტის ვიცე მერმა, ვაჟა ნასყიდაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...