ომბუდსმენი: თუ პრეზიდენტს გააკრიტიკებენ როგორც ქალს, ამაზე გვექნება რეაგირება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღეს გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.

ნინო ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტს აქვს თმენის ვალდებულება და თუ მას გააკრიტიკებენ როგორ ქალს და ამით მოხდება დისკრიმინაციის წახალისება, ამაზე ექნებათ რეაგირება.

„თუ კი ის, როგორ ც პრეზიდენტი  ან როგორც უმაღლესი მთავარსარდალი დაექვემდებარება დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით ან მის მიმართ გაკეთდება ისეთი განცხადებები რაც შეიცვას დისკრიმინაციის წახალისებას გენდერული თუ სხვა ნიშნით, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აუცილებლად ექნება რეაგირება. ისევე როგორც ვახდენთ რეაგირებას და მოგვიხდენია მათ შორის, მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე.

შეიძლება არ არის სასიამოვნო მისთვის ესა თუ ის შეფასებები და კრიტიკა, მაგრამ ეს არის საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილი. თუ მის მიმართ გაკეთებული კრიტიკა იქნება გაკეთებული დისკრიმინაციულ ჭრილში და მას გააკრიტიკებენ როგორ ქალს დ ამოხდება ამით დისკრიმინაციის წახალისება, ამაზე აუცილებლად გვექნება რეაგირება“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:

“საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობა საქართველოში თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ზედამხედველობაა.

თუმცა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ომბუდსმენმა თავი აარიდა რეაგირებას ქალი კანდიდატის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და თუნდაც მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, რომელიც შემდგომში სასამართლოს მიერ დადასტურდა.

აგრეთვე სახალო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს.

მეტად სამწუხაროა, ამ პირობებიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენმა ჩათვალა საჭიროდ პრეზიდენტის 16 ივლისის განცხადების შეფასება მისი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე.

არა მხოლოდ ზემოხსენებული განცხადება, არამედ საქართველოს პრეზიდენტის ყველა გამოსვლა გმობს ძალადობას და პოლარიზაციას და მიმართულია შერიგებისა და ერთიანობისკენ. მოცემული განცხადება ახალგაზრდებს მოუწოდებს არა ძალადობისკენ, არამედ აღიარებასა და მონანიებისკენ.

საქართველოს პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის და შესაბამისად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი, იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის ჩართულობა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა ხელს შეუწყობს ამ საქმის სრულყოფილ გამოძიებას, დაიცავს ოჯახს ბულინგისგან და საზოგადოებას დაძაბულობისგან და რაც მთავარია, უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვას”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად