A2 ბანერი
A2 ბანერი

ომბუდსმენი თბილისის მერიას და შსს-ს:ხელი არ შეუშალოთ სარალიძის და მაჩალიკაშვილის  კონსტიტუციური უფლების რეალიზებას

სახალხო დამცველი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების შეკრების უფლების მოსალოდნელ შეზღუდვას ეხმაურება

“2018 წლის 9 ნოემბერს მედიით გავრცელებული და სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მიუხედავად მოცემულ შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების არარსებობისა, ზაზა სარალიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 1 ნოემბერს წერილით მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება და კარვების განთავსება მოითხოვა.[1] მერიიდან მიღებული პასუხის შესაბამისად, ზაზა სარალიძეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე მითითებით ეთხოვა, მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან შეცვალოს საპროტესტო აქციის ჩატარების დრო და ადგილი, რათა შეუფერხებლად გაიმართოს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია პარლამენტის შენობის წინ.

შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, ხოლო მსგავსი უფლებით სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულობისა და საზოგადოების ღიაობის ხარისხს. ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მონაწილეების მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე შეკრების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით არ შეუშალონ ხელი ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლების რეალიზებას”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

საპატრიარქო: დედა სიდონიას საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას არ აქვს კავშირი

საქართველოს საპატრიარქო ომბუდსმენის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ დაჯილდოებულ დედა სიდონიასთან…

შსს-მ ზაზა სარალიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკული №51 საშუალო სკოლის მოსწავლია, ზაზა სარალიძის მიმართ…

კალაძე: რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა აზრი, რომ ტოლობა დაესვა ნაძვის…

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით…

მაჩალიკაშვილი: 25 ნოემბერს თემირლანის დაბადების დღე მოდის,რომელიც ჩვენთვის ძალიან…

"25 ნოემბერს თემირლანის დაბადების დღე მოდის,რომელიც ჩვენთვის ძალიან მძიმე დღე იქნება",-განაცხადა სპეცოპერაციის დროს…

მაჩალიკაშვილი:რუსთაველის გამზირზე ვიქნებით სანამ კითხვებზე არ გაგვცემენ…

განაცხადა სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სარალიძე: მივმართავ ბატონ გახარიას,რათა პოლიციამ რუსთაველის გამზირზე კარვები ყოველ 2…

"მივმართავ ბატონ გახარიას, გამოყოს პოლიციელები, რომლებიც ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად ყოველ ორ საათში…

ლომჯარია: ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა მუქარა, სადაც გაურკვეველი პირები სიცოცხლის…

ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავის სოციალურ ქსელში წერს.

სოცქსელში გავრცელებულ განცხადებაზე ომბუდსმენი შსს-ში დაიბარეს

სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაბარებულია შინაგან…

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მას ემუქრებიან და მიმოწერებს აქვეყნებს!

სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას ემუქრებიან. ამის შესახებ ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძე: როცა შვილს მოგიკლავენ და შენგან ლორდთა პალატის წევრისთვის შესაფერის ქცევას…

"გირჩის" ლიერი ზურა ჯაფარიძე ზაზა სარალიძის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
კომენტარები
იტვირთება...