ომბუდსმენი: სტრასბურგმა მესამე მხარედ ჩართვაზე უარი გვითხრა, რაც პროცედურული მოტივით ახსნა

სტრასბურგმა მესამე მხარედ ჩართვაზე უარი გვითხრა, რაც პროცედურული მოტივით ახსნა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ჩვენ დღეს მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ სამწუხაროდ ვერ მიიღებენ ჩვენ თხოვნას დროებითი ღონისძიების პროცესში მესამე მხარედ წარდგენაზე, რადგან როგორც სასამართლომ თქვა, ამას მათი პროცედურით მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებენ. ანუ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით.

როგორც გითხარით, აქამდე ასეთი პრეცენდენტი არ არსებობდა, მაგრამ მაინც ვცადეთ, რომ შექმნილიყო ასეთი პრეცენდენტი. თუმცა, არსებით ეტაპზე ჩვენ მივმართავთ”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები
იტვირთება...