ომბუდსმენი: სააკაშვილს 3 დღის წინ ვუთხარი, რომ გორის ჰოსპიტალზე უარი არ ეთქვა და დაფიქრებულიყო

სააკაშვილს 3 დღის წინ ვუთხარი, რომ გორის ჰოსპიტალზე უარი არ ეთქვა და დაფიქრებულიყო, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მე ვფიქრობდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო კონსესური გადაწყვეტილება და ვინაიდან ხელისუფლებას ამოჩემებული ჰქონდა უსაფრთხოების საკითხი, ვფიქრობდი, რომ კონსესუსრი გადაწყვეტილება იქნებოდა გორის ჰოსპიტალი. ამიტომ, სააკაშვილს ვთხოვე, დაფიქრებულიყო ამ წინადადებაზე, თუ ასეთი შემოთავაზება იქნებოდა და ხელაღებით უარი არ ეთქვა, ეს ვუთხარი 3 დღის წინ, როდესაც ექიმებთან ერთად ვიყავი შესული ციხეში. მითხრა, რომ მითხრეს იქ არ არის პირობები და ასევე ის, რომ მას აღელვებდა უსაფრთხოების საკითხები, თუმცა დამპირდა, რომ გადაჭრით უარს არ იტყოდა და ამაზე იფიქრებდა. როგორც ჩანს შეასრულა, რაც სწორი გადაწყვეტილებაა”, – ამბობს ლომჯარია.

კომენტარები
იტვირთება...