ომბუდსმენი: ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი!

ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

“ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა, პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ – 10 000-ჯერ უფრო რთული და ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს. ოჯახში ძალადობას არა აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა. სირცხვილი არ არის იყო მსხვერპლი, არც მსხვერპლის “ბრალია” იყოს მსხვერპლი.

სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაგვიცვას ასეთ ვითარებაში, საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს მათ. ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი!”, – წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ,  სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია რომ საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ წევრზე ქმარმა იძალადა. როგორც აღმოჩნდა, ქალი, რომელზე ყოფილმა ქმარმა, იძალადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეა.

კილაძის განცხადებით, ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, ფიზიკურ ძალადობას კი არ ადასტურებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად