ომბუდსმენი: პროკურატურაში აცხადებენ, რომ FBI-ის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართვა მათი კომპეტენცია არ არის

გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ( FBI) ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, პირველი შთაბეჭდილებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული და დიდი რაოდენობით მასალაა მოპოვებული.

“როგორც FBI-სთან თანამშრომლობაზე განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია ატაშესთან, თუმცა, როგორც აცხადებენ, FBI-ის განცხადებით, ეს მათი კომპეტენცია არ არის. პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ FBI-ის ამ ეტაპზე გამოძიებაში ჩართვის მზაობა არ აქვს. დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. როგორც ვიცი, სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართული აქვთ Facebook-ისთვის, Google-ისთვის და სხვადასხვა კომპანიებისთვის და ამ ნაწილში წარმატებით თანამშრომლობენ.

მთავარი თხოვნა ბაჩალიაშვილის საქმეზე ოჯახს ჰქონდა თუ რამდენად იყო შესაძლებელი სატელიტის სურათები მოპოვება.

ეს საკითხი დავაყენე და გენერალურ პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ დაწყებულია მთელი რიგი მოქმედებები, რომ მოპოვებულ იყოს სატელიტის სურათები. ამ მიმართულებით გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად