ომბუდსმენი პარლამენტს: ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეთ, რომელიც იუსტიციის საბჭოში თვითნებობას გამორიცხავს

ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეთ, რომელიც იუსტიციის საბჭოში თვითნებობას გამორიცხავს, – ასეთი რეკომენდაციით მიმართავს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში ვკითხულობთ:

“ანგარიშის ბოლოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს თვითნებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას, უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის აცილების მაღალ სტანდარტს, ღია კენჭისყრას, გადაწყვეტილებების დასაბუთებას და მათი გასაჩივრების შესაძლებლობას”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად