ომბუდსმენი პაპუნა უგრეხელიძის მიერ “აიპრესში” გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პაპუნა უგრეხელის მიერ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესახებ. თავდაპირველად აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი განპირობებულია თავად მოპასუხის მიერ ფაქტების გასაჯაროებით და მათი არასწორი ინტერპრეტაციით.

სახალხო დამცველმა, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, 2017 წლის 3 მაისს რეკომენდაციით დაადგინა პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ე.მ.–ს სქესის ნიშნით შევიწროების და სექსუალური შევიწროების ფაქტი. განსახილველ შემთხვევას სახალხო დამცველი 8 თვის მანძილზე სწავლობდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ საქმეში არსებულ მასალებს. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვისას, მოპასუხეს მტკიცებულებების ნამდვილობა არცერთ ეტაპზე არ დაუყენებია ეჭვქვეშ”, – ნათქვამი გავრცელებულ განცხადებაში.

პაპუნა უგრეხელიძესთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ აქ: “დიახ, ეს იყო შეხმატკბილებული, დაგეგმილი, ბინძური კამპანია!”

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...