ომბუდსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე: მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს!

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა:

“საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა.

მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!

მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!”, – წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, დღეს ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურა მას არასრულწლოვანის თანდასრებით ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობას ედავება.

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთ ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად