ომბუდსმენი: მოსამართლეთა კანდიდატების ცვლილებამ შესაძლოა, კითხვები სტრასბურგშიც გააჩინა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროსასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობის 3 კანდიდატიდან არც ერთი არ დააკმაყოფილეს და განხილვის პროცესი იანვრისთვის გადაიდო. როგორც მან რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი გაუჭირდება, თუმცა აღნიშნა, რომ გარკვეული კითხვები მას ჰქონდა და დღესაც აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.

“მე მქონდა კითხვის ნიშნები, რომელიც დღესაც მაქვს, რომელიც ეხება იმას თუ როგორ მოხდა ერთი კანდიდატის ჩანაცვლება სხვა კანდიდატით, რომელსაც გაცილებით უფრო ნაკლები შეფასება ჰქონდა მიღებული კომისიის წევრებისგან და მოგეხსენებათ, რამდენიმე კანდიდატს ჰქონდა უფრო მაღალი შედეგი ნაჩვენები. აქედან გამომდინარე, დღემდე საზოგადოებას არ მიუღია პასუხი კითხვაზე თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა ჩანაცვლება ერთი კანდიდატურის, ამ შემთხვევაში ევა გოცირიძის კანდიდატურით. ეს კითხვა ნამდვილად არის და ბუნდოვანია პროცესი. ამიტომ შესაძლოა, ამ პროცესს, ჩანაცვლებაზე მაქვს საუბარი, რომელიც არ იყო გამჭვირვალე შესაძლოა გარკვეული კითხვები გამოეწვია სტრასბურგში,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად