ომბუდსმენი: მისასალმებელია, რომ ხელისუფლება მზადაა აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს!

ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

“ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა 🙁 ეს ძალიან საგანგაშო ინფორმაციაა. იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სისტემა სავალალო მდგომარეობაშია (იქ მცხოვრები მოსახლეობა სამედიცინო სერვისებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ან რუსეთში იღებს), შექმნილი ვითარება ჰუმანიტარული კრიზისის რეალურ საფრთხეს ქმნის.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებო ჩვენო თანამოქალაქენო, მკაცრად დაიცავით სოციალური დისტანცირების და იზოლაციის წესები! დარჩით სახლში!

მისასალმებელია, რომ ხელისუფლება მზადაა აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს! დღეს სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ხელისუფლებამ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი (მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებითა და ჩართულობით), რათა მოხდეს მოსახლეობისთვის შესაბამისი სამედიცინო და პრევენციული დანიშნულების მასალის მიწოდება!” – ნათქვამია ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად