ომბუდსმენი: მიხეილ სააკაშვილთან ასევე გვქონდა საუბარი, რაზეც მანამდეც ვისაუბრეთ და რაც ალბათ კონფიდენციალურად უნდა დარჩეს ჩვენს შორის

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა,

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის აპარატის ძალიან მადლობელია.

„სტრასბურგთან დაკავშირებით იყო ინფორმირებული, თუმცა გარკვეული კითხვები ჰქონდა ჩემთან, კონკრეტულად რა წერია გადაწყვეტილებაში, ასევე როდის იქნა ეს მიღებული და ა.შ. არის ძალიან მადლობელი სახალხო დამცველის აპარატის მიმართ და აღნიშნავს, რომ ამ ექიმების, ამ კონსილიუმის დასკვნას ჰქონდა გადმწყვეტი როლი, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხმაურების დროს. სასამართლო დარბაზში გადასვლასთან დაკავშირებით ახლა რეკომენდაციები არ გაგვიკეთებია. ჩვენი ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბება, დაწერენ როგორც კლინიკური შემოწმების შედეგებს, ასევე ვითარების ზოგად შეფასებას, გასცემენ რეკომენდაციებს, საჯარო ნაწილი იქნება საჯარო და ნახავთ, რას დაწერენ. დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით ჩვენი კომისია არ მსჯელობს.

ხანმოკლე საუბარი გვქონდა, ძირითადად გამოხატავდა მადლიერებას სახალხო დამცველის აპარატის და კონსილიუმის წევრების მიმართ, აღნიშნადა, რომ საერთაშორისო გამოხმაურება სწორედ ამ კონსილიუმის დასკვნის შედეგებს მოჰყვა. გვქონდა ასევე სხვა საკითხებზე საუბარი, რაზეც მანამდეც ვისაუბრეთ და რაც ალბათ კონფიდენციალურად უნდა დარჩეს ჩვენს შორის, თუმცა უფრო იყო ზოგადი საუბარი და ის არის ძალიან მადლიერი იმით, რომ დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეში არ არის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები
იტვირთება...