ომბუდსმენი: მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მსჯავრდებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას ურჩევს.

“მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება ამ ეტაპზე მაღალი ალბათობით ლეტალურ შედეგს გამოიწვევს.
ხოლო ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დათანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე. ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩიებში…” – წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე 48 დღეა შიმშილობს.

მის დაკავებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიცია  და მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერები მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში ითხოვს.

8 ნოემბერს მსჯავრდებული სააკაშვილი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №18 გლდანის ციხის საავადმყოფოშ გადაიყვანა. რასაც ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა. ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და ციხის საავადმყოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინპექტორის სამსახურმა  გაავრცელა ინფორმაცია, რომელის მიხედვით “სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.”

კომენტარები
იტვირთება...