ომბუდსმენი: კოვიდით გარდაცვლილი ოჯახის წევრები დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციაზე მიუთითებენ და მოგვაწოდეთ ინფორმაცია ხდება თუ არა ამ ფაქტების შესწავლა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღეა. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამ დღეს აჯამებს მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

როგორც ნინო ლომჯარიას განცხადებაშია ნათქვამი, კოვიდით გარდაცვლილი ოჯახის წევრები დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციაზე მიუთითებენ. ის მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ.

“2020 წელს, საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მთავარი გამოწვევა კოვიდ-19 და მის შედეგებთან გამკლავება იყო. კოვიდ პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება. პერიოდულად, მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რა დროსაც ოჯახის წევრები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, რამაც პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია. მსგავსი ფაქტები ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა ეფექტიანობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვებს აჩენს. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად