ომბუდსმენი: ხარვეზები სხვადასხვა საქმეში უტოლდება ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს

ბევრ საქმეში ხარვეზიანი გამოძიების თუ არასათანადო რეაგირების გამო სახელმწიფო არღვევს პოზიტიურ ვალდებულებებს, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, ხარვეზები სხვადასხვა საქმეში უტოლდება ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს.

“რა ხარვეზებსაც ჩვენ ვხედავთ არაერთ საქმეში და მიმართულებაში, ვფიქრობ, რომ უტოლდება სისტემურ ადამიანის უფლების დარღვევებს. ბევრ საქმეში ხარვეზიანი გამოძიების თუ არასათანადო რეაგირების გამო სახელმწიფო არღვევს პოზიტიურ ვალდებულებებს, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. ეს უკვე იმდენად თვალსაჩინოა, რომ არსებობს გამოძიებების თვალსაზრისით სისტემური ხარვეზები, რომ ვფიქრობ, ამას განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება სჭირდება.

ვაპირებთ გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე – ეს არაის არაკვალიფიციური კადრები თუ არასაკმარისი ძალისხმევაა შსს-ს მხრიდან, რომ შესაბამისი კადრების გადამზადება მოხდეს. ტექნიკური საშუალებები რამდენად აქვთ, ხომ არ არის პროფესიული გადაღლა თუ გულგრილობაა. საიდან მოდის ეს გულგრილობა, არაპროფესიონალიზმი თუ სხვა გარემოებები. ეს უცილებლად არის შესასწავლი. ფაქტია, რომ სისტემური პრობლემები არსებობს, რასაც სჭირდება რეფორმები და რასაც სჭირდება ქმედითი რეგირება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად